1.32 თეთრი ბენეფიციარების დასანაყრებლად


“ერთი ბენეფიციარისთვის ყოველდღიური მენიუ 1 ლარი და 32 თეთრამდეა… მენიუში ცვლილება შევიტანეთ… ლობიო არ ქონიათ და დავამატეთ… თანხები გვეყოფა – 101 999 ლარია გამოყოფილი… ტენდერი 31 დეკემბერს მოვიგეთ… 13 იანვრამდე არ უნდა დაგვეწყო მუშაობა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გვთხოვა… გუშინ ბენეფიციარებს პურები დავურიგეთ… ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ მენიუ – რასაც ადგილობრივი ხელისუფლება მოგვწვდის, იმას უნდა დავემორჩილოთ… ბენეფიციარების ზუსტი სია ჯერ არ გვაქვს. სავარაუდოდ, მათი რიცხვი 250-მდე გაიზრდება. ყოფილი მომსახურე პერსონალი დავითხოვეთ… რა გასაკვირია, კონკურენტი ორგანიზაციაა და ხომ არ დავტოვებდით… დიდი თანხა მოგვთხოვეს ხელფასისათვის, რასაც ჩვენ ვერ გავწვდებოდით…9 წელი უმუშავიათ… ახლებიც ადგილობრივები არიან… წუხელ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩამოვიტანეთ პროდუქტები, რომ დღეს პირველ საათზე განგვეახლებია კვება… მომზადება გვჭირდება, მაგრამ ამას ვერ იგრძნობენ ბენეფიციარები…” – უთხრა “ზუგდიდელები.გე”-ს სამტრედიელმა ნატა მეფარიშვილმა, შპს “ეფექტის” დირექტორმა, რომელმაც ზუგდიდის უფასო სასადილოს მომსახურების ტენდერი მოიგო.  და ამბობს, რომ მას და მის ფირმას ამ საქმეში დიდი გამოცდილება აქვს.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!