მედიატორობა, თუ კერძო ბიზნესში ჩარევა?


ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს, ამავე საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალების” წევრმა ანა წითლიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სთხოვა შპს “სუპერმარკეტის” ადმინისტრაციასა და მის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკურ პირებს შორის შეესრულებინა მედიატორის როლი, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ამ დღეებში გახდა მათთვის აქტულური. და ეს აქტუალური თემა გახლავთ მოვაჭრეებისათვის სუპერმარკეტის ადმინისტრაციის მიერ ყოველთვიური სავაჭრო გადასახადის გაზრდა.

წითლიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თემა ეხება კერძო მესაკუთრეებს, საკრებულომ უნდა შეისწავლოს, გაარკვიოს მოვაჭრეთა უფლებები და დაეხმაროს მათ ამ უფლებების დაცვაში, ,,საკრებულომ შესარულოს მედიატორის როლი”, წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბარში შენიშნა, რომ სუპერმარკეტის ადმინისტრაციას აქვს სხვა პრობლემებიც და თუ მოვაჭრეევის უფლებებს დაარღვევს, კანონის ფარგლებში, მოითხოვენ სათანადო ორგანოები დაინტერესდნენ მათი საქმიანობით.

სხდომაზე მოწვეული იყო ბაზრის ადმინისტრაციაც, რომელიც არ გამოცხადდა, მაგრამ გამოცხადდა მოვაჭრეთა ერთი ჯგუფი, რომელმაც ჟურნალისტებთან დააკონკრეტა თავისი სათქმელი.

თავის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარე შეჰპირდა წითლიძეს და მოვაჭრეთა ჯგუფს, რომ შეისწავლიდა ამ საკითხს იმ ფარგლებში, რის უფლებასაც აძლევდა კანონი კერძო ბიზნესთან მიმართებაში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!