1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ნოემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. 1-3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე დათბება. 30 ნოემბერს, სითბოს ფონზე, დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება.

1-3 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება, 1-3 დეკემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ნოემბერს გაწვიმება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 ნოემბერს გაწვიმება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 30 ნოემბერს გაწვიმება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 30 ნოემბერს ნალექიანი ამინდი იქნება, ხოლო 1-3 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის ტემპერატურა +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!