- 1 ივნისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უფასო სამედიცინო სკრინინგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩატარდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ: ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგი, სისხლში გლუკოზის განსაზღვრის პროცედურა.
აღნიშნულ ბმულზე წარმოდგენილია კალენდარი 31 ივლისის ჩათვლით, რომელიც ეტაპობრივად განახლდება.




