ჯიხაშკარის ორივე უბანზე თოლორაია ლიდერობს


ჯიხაშკარის ორივე საარჩევნო უბანში უკვე დათვლილია მაჟორიტარების მიერ მოპოვებული ხმები. ორივეგან, ხმათა უმრავლესობით ლიდერობს ედიშერ თოლორაია. 108 -ე უბანზე, სანდრა რულოვსმა მოიპოვა 117 ხმა, ედიშერ თოლორაიამ 309. 79-ე უბანზე სანდრა რულოვსმა მიიღო 165 ხმა, ხოლო ედიშერ თოლორაიამ 387. ჯერ -ჯერობით არ არის დათვლილი განმუხურის უბნის მონაცემები.

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ უბანში გაიმართა საპარლამენტო განმეორებითი არჩევნები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!