- საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის მედიისთვის მიცემული განმარტებით, ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყებს სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას.
მისი თქმით, მიმდინარე კვირაში, დეპარტამენტის წარმომადგენლები ბიზნესომბუდსმენთან ერთად შეხვდებიან სპორტული დარბაზების წარმომადგენლებს, რათა გაირკვეს, რამდენად არიან ისინი მზად ფუნქციონირების გასაახლებად და რამდენად შეძლებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებთან ადაპტირებას ახალი პირობების შესაბამისად.