ჯემალ მალანიას ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა


დღეს, არტგალერეაში, მხატვარს ჯემალ მალანიას ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა გაიმართა. გამოფენილია მხატვრის 60-მდე ნამუშევარი. მალანიას თქმით, 25 წელიწადია  ხატავს, 2005 წელს ქონდა პირველი პერსონალური გამოფენა.  უსახსრობის გამო, ხშირად, ვერ ახერხებს ნამუშევრების გატანას ქალაქგარეთ. „ჩემი მეგობრის, სამხატვრო გალერეის დირექტორის აბელ კალანდიას ინიციატივით და მხარდაჭერით, მოვაწყვეთ გამოფენა-გაყიდვა. ვხატავ ნატურმორტებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს და ვწერ ხატებს. ამ გამოფენაზე, მე ჩემს ნამუშევრებს ვყიდი, ფასი შეთანხმებითაა. ყველაფერს ჩემი სახსრებით ვაკეთებ, დახმარებისთვის რამდენჯერმე მივმართე ხელისუფლებას, დაპირების მიუხედავად, დახმარება არავის გამოუჩენია.“ გამოფენა რამდენიმე დღეს გასტანს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!