ჯანმო – მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა


  • მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 237 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 616 593-ს მიაღწია.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს კიდევ 5 682 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 585 727-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გასულ კვირას დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 230 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seventeen − 2 =

Akismet ანტისპამი