საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ათი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა


  • საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1018 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 895-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5627 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 228.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five × three =

Akismet ანტისპამი