- გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების 46% ევროპაზე მოდის, – „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონში გასულ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით შემცირდა, რასაც ორგანიზაციაში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების გამკაცრებით ხსნიან. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ევროპაში გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ს წინა კვირასთან შედარებით 29 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევების ყველაზე მკვეთრი, 30 %-იანი ზრდა ავსტრიაში დაფიქსირდა, ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით კი (129 დაღუპული ყოველ 100 000 მოსახლეზე) მსოფლიოში ბელგია ლიდერობს.