“ჯავას” წარმომადგენელი ბოტანიკური ბაღის დატბორვის საკითხს სწავლობს


  • მართალია, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მთავარი რეაბილიტატორის  კომპანია “ჯავას” წარმომადგენელს საკუთარი სახელისა და გვარის ჩვენთვის შეხსენება არ სურს, მაგრამ ამას არააქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ჩვენ შევესწარით, როგორ ცდილობდა ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით, ბაღის დაჭაობებული ნაწილიდან წყალი მილებით გადაეყვანათ სავალი ბილიკის მეორე მხარეს.

თუმცა ჩვენი გამოჩენისთანავე, შეწყვიტეს მუშაობა და კომენტარისგან, თუ რა პროცედურას ატარებდნენ, თავი შეიკავეს. ზოგად საუბარში, ბატონი კომპანია “ჯავადან”, მხოლოდ იმას ამბობს, რომ ჩვენი ბოტანიკური ბაღის გრუნტი ვერ იშრობს წყალს, რომ ის მოწვევითაა აქ, აპირებენ გათხარონ 2 მეტრი მიწის სიღრმეში და შეისწავლონ როგორია გრუნტი და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ არ გაჩნდეს გუბურები.

ბატონი გვესაუბრა წყალსაწრეტ სისტემაზე და დასვა ჩვენთვის გაურკვეველი შეკითხვა, თქვენ როგორ გირჩევნიათ, წყალსაწრეტები იყოს, თუ სავალი ბილიკებიო. პასუხის დაკონკრეტება რომ ვთხოვეთ, ბოტანიკური ბაღის დირექტორთან გადაგვამისამართა.

ზუგდიდში ნალექის მოსვლის  შემდეგ, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, გაჩნდა ათეულობით ტბა–გუბურა. როგორც ამბობენ, ეს ფაქტი უფრო საგანგაშო გახდება გაზაფხულზე, წყალუხვობისას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!