ფარისებრი ჯირკვლის ნიშნები


უმეტესობას არ გვაქვს იმის ჩვევა, ყური მივუგდოთ ჩვენს ორგანიზმს. ექიმთან მხოლოდ მაშინ მივდივართ, როცა უკვე ისე გვაწუხებს რაღაც, რომ ვერ ვუძლებთ. არადა, ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება.
ამიტომაც ჯობს, ყურადღებით ვიყოთ და დავაკვირდეთ, რა სიგნალებს გვაძლევს ჩვენი ორგანიზმი. ფარისებრი ჯირკვალი – უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის პასუხისმგებელია ჰორმონებზე, არეგულირებს ორგანიზმის ენერგიას, გავლენას ახდენს, ფაქტობრივად, ყველა უჯრედზე, ქსოვილსა თუ ორგანოზე.
ფარისებრი ჯირკვლის გამოუვლინებელმა დაავადებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს უამრავ ორგანოს, მათ შორის, ღვიძლს, ნაწლავებს, რეპროდუქციულ სისტემას, გულს და ტვინსაც კი.
ფარისებრი ჯირკვალი ყელის არეში მდებარეობს და მას პეპლის ფორმა აქვს.
დეპრესია და უხასიათობა
თიროიდული ჰორმონის უკმარისობამ, ასევე, მეტობამ, შესაძლოა ხასიათზეც იმოქმედოს. კერძოდ, კი თიროიდის ნაკლებობა (ან მეტობა) “ბედნიერების” ჰორმონის დონის დაწევაზე აისახება. შესაბამისად კი, თავს დათრგუნულად და დეპრესიულად გრძნობთ. თუკი ის თიროიდი მომატებულია, შფოთვისა და გაღიზიანების შეგრძნება გაქვთ.
კუჭის აშლილობა
თუკი ამ პრობლემისგან დიდი ხანია ვერ თავისუფლდებით, დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენ თიროიდის ნაკლებობა გაქვთ, რაც ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია.
ბევრი გძინავთ
დიახ, დილით ადრე ადგომა ბევრს უჭირს, მაგრამ თუკი ეს თქვენთვის ტანჯვაა და ამას სისტემატური ხასიათი აქვს, აუცილებლად შეიმოწმეთ ჰორმონები.
კანის სიმშრალე
მშრალი, გაუხეშებეული კანი გაქვთ მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ზამთარში? ეს შესაძლოა, ჰიპოთერიოზის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ასევე, ამ პრობლემას შეიძლება ერთვოდეს ფრჩხილებისა და თმის სიმშრალე, თმის ცვენა. ამ ყველაფერს თიროიდული ჰორმონის უკმარისობა იწვევს.
წონის უცაბედი მატება
წონის უცაბედი მატება, თუნდაც არც უმნიშვნელო, ფარისებრის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია. ეს გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის სიჩქარის დაქვეითებით, რასაც მადის დაქვეითებაც ერთვის, რაც ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას. იგივე ითქმის იმ ადამიანებზე, ვინც წონის დაკლებას სხვადასხვა დიეტითა და ვარჯიშით ცდილობს და ვერ ახერხებს.
strong> სახსრების ტკივილი და სისუსტე

როგორც წესი, ტკივილი ზოგადად – ნორმალურია. მაგალითად, თუკი რაიმე დაარტყით, ის აუცილებლად გეტკინებათ, ან დიდი ხანია, არ გივარჯიშიათ და ახლა მოინდომეთ ფიზიკური აქტივობა – კუნთების ტკივილი გარანტირებული გაქვთ. მაგრამ მხოლოდ ასეთ შემთხვევებში. თუკი სახსრები უმიზეზოდ გტკივათ ან გტეხავთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.
გულის ამოვარდნა
სავსებით შესაძლებელია, რომ უბრალოდ, შეყვარებული ხართ და ეს მშვენიერია. თუმცა, თიროიდული ჰორმონი სულ სხვაგვარად მოქმედებს, ვიდრე მუცელში პეპლების ფრენაა. ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს გული რამდენიმე ტაქტის გამოტოვებით ძგერს. ამის შემოწმება პულსაციითაც შეიძლება.
მაღალი წნევა
თუკი ამ პრობლემას ვერაფრით წყვეტთ, დიდი რისკია, რომ საქმე ფარისებრ ჯირკვალშია. ჰორმონების არევა გულზე დატვირთვას იძლევა და შესაბამისად, წნევაც თამაშობს.
მენსტრუალური ციკლის არევა
ხანგრძლივი და მოჭარბებული მენსტრუალური ციკლი, რომელსაც თან ახლავს ტკივილები, ჰიპოთირეოზის ნიშანია. მენსტრუაციებს შორის პერიოდები, შესაძლოა, შემცირდეს.
TH-ს აწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ციკლის არევა. პერიოდი ხდება ან მოკლე, ან ხანგრძლივი, შესაძლოა, საერთოდაც უმნიშვნელო გამონადენით დაფიქსირდეს.
მადა და კვება
გაძლიერებული მადა შესაძლოა ჰიპოთერიოზის ნიშანი იყოს, რადგან ჰორმონის დიდი რაოდენობით გამოყოფა გამუდმებული შიმშილის გრძნობას იწვევს. ერთადერთი განსხვავება და შეიძლება ითქვას, “პლუსი” იმაშია, რომ ამ შემთხვევაში ფარისებრის ჰიპერაქტიურობის გამო კალორიების წვაც აქტიურდება და ადამიანი წონაში არ იმატებს.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!