ხუთშაბათის სტუმარი “სარკმელში”- გიორგი მესხია


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბში “სარკმელი”, მორიგი “ხუთშაბათობა” გაიმართა.

მსმენელის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგა მეექვსე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი და ახალგაზრდული სათათბიროს “ფოტო-მედია ხელოვნებისა და პიარის” კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მესხია.

ახალგაზრდა პოეტმა თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხა. შთაბეჭდილელებზე ისაუბრეს მისმა მეგობრებმა, სასახლის თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიტა კოდუამ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სოფიკო კონჯარიამ.

შეხვედრაზე, ახალგაზრდა შემოქმედს ლილე კვირკვიას, რომელიც წინა “ხუთშაბათობის” სტუმარი იყო გადაეცა მისი ლექსების კრებული სახელწოდებით “ჩემი სიყმაწვილის პირველი სტრიქონები”, რომელიც ნორჩ ჟურნალსტთა კლუბთან ერთად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გამომცემელთა ჯგუფმა დაბეჭდა.

ტრადიციად იქცა და მორიგ “ხუთშაბათობაზე” გიორგი მესხიასაც გადაეცემა ბროშურა მისი სიყმაწვილის პირველი სტრიქონებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!