ხმაური ქალაქის საკრებულოში


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური მოყვა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ვიცე – მერის გია  გულორდავას დანიშვნას.

 საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიის  თავმჯდომარემ ნუგზარ სარიამ აღნიშნა, „ მუნიციპალიტეტში შექმნილია საკონკურსო-საატესტაციო კომისია, კომისიის  თავმჯდომარე გახლდათ ბატონი მერაბ ქვარაია, ამჟამად აუცილებელია დაინიშნოს ახალი თავმჯდომარე, საჯარო სამსახურის შესახებ,  კანონის ახალი რედაქცია ძალაში შედის  2017 წლის 1 იანვრიდან დარჩენილ შუალედში გამოცხადებული კონკურსები უნდა დასრულდეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელი,ა კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა. შესაბამისად, იანვრიდან ამოქმედდება ახალი რეგულაციები’’. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ფრაქცია  „ნაციონალურმა მოძრაობამ’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=gUdvAtL6HkU[/embedyt]

ოპოზიციონერი დეპუტატი, ანა წითლიძე დაინტერესდა ვისი გადაწყვეტილებით მოხდა ამ ადგილზე გულორდავას დანიშვნა. „ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ვიცე მერის კანდიდატურას,  ვიცე მერთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ის გარეული იყო „ამი 2014’’-თან დაკავშირებით, რა პრობლემებიც  ქონდათ  მუშებს, შესაბამისად, გვაინტერესებს ვინ იღებს პასუხისმგებლობას ვიცე მერის კანდიდატურა წარუდგინოს კომისიას.’’


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!