ხმაური ქალაქის საკრებულოში


„დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ტენდერში მოგებული აქვს საკრებულოს წევრის ნათია ფიფიას მამა ელდარ ფიფიას, მისი პარტნიორია სოსო გოგოხია, რომელიც არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ირაკლი გოგოხიას მოადგილის კობა ჯიქიას სიმამრს, თემურ ჯანაშიას 2014 წლიდან მოგებული აქვს დაახლოებით 15 ტენდერი. შპს „ზუგდიდმშენსერვისში“ მთავარი ინჟინერი არის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ეკა თოდუას მამა. ასევე არსებობს ტენდერებში იგებს ძმები წირღვავების კომპანია, წირღვავები კი, ვიცე-მერის გია გულორდავას უახლოესი მეგობრები. ცნობილია, რომ მერია ქვაფენილებს იძენს შპს „ლეგისგან“, რომლის წარმომადგენელი არის ირაკლი გოგოხიას ძმა პაატა გოგოხია. თუ საკრებულოს თავმჯდომარემ არ იცის რა ხდება, ეს მისთვის უარესია, ან თუ იცის და ხელს აფარებს, მაშინ ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თვითონ ქვარაია არის ამ ე. წ. ატკატებში გარეული“ – ამბობს ქალაქის საკრებულოს წევრი, ნაციონალი ანა წითლიძე და დასძენს, რომ საკრებულო ვერ ასრულებს მაკონტროლებლის მოვალეობას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=oS8Amd4m-Gs[/embedyt] წითლიძის განცხადებას მერაბ ქვარაიამ  ცილისწამება უწოდა და ოპონენტს ურჩია,  საგამოძიებო უწყებებს მიმართოს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ZCNMqUY1dV0[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!