სტუდენტებმა ტექნოპარკი დაათვალიერეს


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით ზუგდიდის სხვადასხვა სასწავლებლის 150-მა  სტუდენტმა თბილისის ტექნოპარკი დაათვალიერა. სტუდენტებმა ტექნოპარკში ინოვაციებზე საჯარო ლექციას მოუსმინეს.რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გუბერნატორმა მიმართა მათ და ამცნო, რომ ზუგდიდის ტექნოპარკი ფუნქციონირებას ძალიან მალე შეძლებს.

„ყველა თქვენგანის სახეზე ვატყობ აღფრთოვანებას ამ თანამედრო ტექნოლოგიებით და გარემოთი რაც აქ არის. ეს ახალი შესაძლებლობებია თქვენთვის, მომავალი თაობისთვის, თუმცა უფრო ბედნიერი ვარ, რომ თბილისის ტექნოპარკის შემდეგ, რეგიონებიდან პირველი, სადაც ეს ინოვაცია დაინერგება, ჩვენი რეგიონი იქნება. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, იმუშაოთ, გამოიგონოთ, დანერგოთ ისეთ გარემოში, რომელიც უშუალოდ თქვენთვის და თქვენს მოთხოვნებზე იქნება მორგებული. ტექნოპარკი ზუგდიდში გვექნება ძალი მალე, რადგან ამ საქმით დაინტერესებულია პრემიერ-მინისტრი, გვაქვს უშუალოდ მისი მხარდაჭერა, ასევე ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ საკითხში ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და რა თქმა უნდა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ქაშიბაძე, რომელიც ყველაფერს აკეთბს, რომ რაც შეიძლება მალე თქვენ გქონდეთ ის შესაძლებლობები, რაც აქ დღეს ნახეთ“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

ზუგდიდის ტექნოპარკმა თანამშრომლებზე ვაკანსია უკვე გამოაცხადა, მიმდინარე თვის ბოლოს კი, ტექნოპარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

სტუდენტების მიერ ტექნოპარკის დათვალიერება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიისა და გამგეობის მხარდაჭერით მოხდა. ტექნოპარკის დათვალიერებას გუბერნატორი სტუდენტებს მათთან შეხვედრის დროს დაპირდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!