ხმაური ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე


  • ზუგდიდის საკრებულოს სხდომის ბოლო საკითხების განხილვისას ხმაური და დაპირისპირება მოხდა, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიერ ფოტოების გამოფენას მოჰყვა, რომელზეც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული წარწერები იყო დატანილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მაია კალანდიამ გამოფენილი ფოტომასალები დახია, რაც გახდა ძირითადი საფუძველი დეპუტატების ხმაურისა. ისინი შეუარაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს.

მაია კალანდიამ “ოცნების” დეპუტატს ოთარ ქადარიას წყალი შეასხა. დაძაბული ვითარება დაცვის სამსახურმა განმუხტა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ კი დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

მოგვიანებით, სხდომა ისევ განახლდა და დეპუტატებმა: თაზო ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიში მოუხადეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!