გიორგი წერეთელი: სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს უბისა-შორაპანის მე-10 კმ-ზე


  • სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს უბისა-შორაპანის მე-10 კმ-ზე. ამ მეწყრული უბნის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო და შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტა არსებობს. უხვი ნალექის შედეგად სამწუხაროდ ფერდი ჩამოიშალა, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს შესაბამისად დატერასება, გამაგრებითი დაანკერება და გამაგრებითი სამუშაოები. ფერდის ჩამოშლამ დააზიანა ბეტონი, ეს ბეტონი გასუფთავდება, ფერდი ჩამოიწმინდება და სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში პროექტის შესაბამისად გაგრძელდება და ეს ხელს არ შეუშლის სამშენებლო პროცესს“- განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა

რაც შეეხება მშენებელ კომპანიასთან ანგარიშსწორებას, ანაზღაურება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!