- უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხერსონის საცხოვრებელი ზონები დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან და არტილერიით გახსნეს, რის გამოც საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, ჭურვები დაეცა საბავშვო მოედანზეც.