ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლის წინ, მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება. როგორც გვითხრეს, ხელმოწერები გროვდება მამა გაბრიელის სულიერი შვილის მამა ნიკოლოზ მაქარაშვილის მღვდელმსახურების აღდგენასთან დაკავშირებით. ხელმოწერების ერთ-ერთმა ინიციატორმა შოთა ჭიჭინაძემ „ზუგდიდელებს“ უთხრა, რომ ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მისი თქმით, ზუგდიდში, ამ ეტაპისთვის, 1800-მდე ხელმოწერა აქვთ გაკეთებული. აქცია გაგრძელდება 12 ოქტომბრამდე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-kCq2UxUsDE[/embedyt]