ხატია ხვინგიას წარმატებული გზა ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტისკენ


  • ზუგდიდელი ხატია ხვინგია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსზე სწავლობს. შემოდგომის სემესტრში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლის.

ხატია ხვინგია: “-მე-7 კლასამდე ფრანგულ სკოლაში ვსწავლობდი. მე-7-დან მე-12 კლასამდე GLC-ში დავდიოდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავირიცხე ჯიპაში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მეორე კურსზე ვარ. ყოველთვის მინდოდა, საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩამებარებინა. სულ მაინტერესებდა სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, გარდა ამისა, ეს პროფესია, მეხმარება ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულს ბევრი მიმართულებით შემეძლება დასაქმება.

-შემოდგომაზე ამერიკაში მიემგზავრები სასწავლებლად…

-დიახ. ჩავირიცხე ამერიკაში, ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტში. ზუგდიდის მერია მგზავრობას მიფინანსებს, ხოლო სწავლის საფასურსა და სავალდებულო სტუდენტურ გადასახადებს ამერიკის უნივერსიტეტი ამინაზღაურებს. 15 წლის ასაკში, გავხდი FLEX პროგრამის ფინალისტი და ერთი სრული აკადემიური წელიწადი გავატარე ამერიკაში, ტექსასის შტატში, აქედან გამომდინარე, სრულიად უცხო და ახალ გარემოში არ მომიწევს ყოფნა. ველოდები ბევრ სიახლეს, საინტერესო გამოწვევებსა და ურთიერთობებს. მყავს ბევრი ამერიკელი მეგობარი, რომელთა მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ. დღემდე, ხშირი კონტაქტი მაქვს ყველასთან და მიხარია, რომ ძალიან მალე შევძლებთ ისევ ერთმანეთის ნახვას.

-რითი განსხვავდებიან ამერიკელი ახალგაზრდები ქართველი ახალგაზრდებისაგან?

-იქედან გამომდინარე, რომ კულტურულად ძალიან განვსხვავდებით, ბუნებრივია, სხვადასხვა შეხედულებების, პრიორიტეტების არსებობა. ამერიკაში ახალგაზრდები ძალიან ადრე იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ბედნიერი ვარ, კიდევ ერთხელ მომეცა ამერიკაში გამგზავრებისა და  განათლების მიღების შესაძლებობა.

-ვინ არის შენი გულშემატკივარი?

-ოჯახის წევრები, მეგობრები და შემდეგ ყველა ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იზიარებს ჩემს წარმატებას და ახარებს ჩემი მიღწევები. დედა ლელა ხვიტია, ინგლისურის სპეციალისტია, მამა ვახტანგ ხვინგია მცირე ბიზნესითაა დაკავებული, მყავს ტყუპისცალი ძმა, რომელიც პოლონეთში სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

-შენი სამომავლო გეგმები…

– მსურს, სხვადასხვა ქვეყანაში განათლების მიღება და შემდეგ ამ ცოდნის საქართველოში გამოყენება. ერთი სიტყვით, მაქსიმალური წარმატების მიღწევა ჩემს კარიერაში.

საუბარი ჩაიწერა ხატია წყაროზიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!