ახალ უბანში მცხოვრები დევნილები მინისტრს შეხვდნენ


დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ახალ უბანში ჩასახლებული დევნილები აქციითა და ტრაფარეტებით შეხვდნენ. დევნილები მოითხოვდნენ ახალი ჭაბურღილის დამონტაჟებას. დევნილთა თქმით, მათ თვეზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და შორი მანძილიდან ხელით ეზიდებიან. დევნილები უყურადღებობაში და გულგრილობაში ადანაშაულებენ  დევნილთა სამმართველოს, ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემებით რამდენჯერმე მიმართეს სამმართველოს, მაგრამ   არავინ აქცევს ყურადღებას. დევნილები მოითხოვენ პასუხისმგებლობაში მიეცეს ის კომპანია, რომელმაც უხარისხოდ შეასრულა სარემონტო სამუშაოები.  მერიასთან შეკრებილ დევნილებს ზუგდიდში ჩამოსული მინისტრი შეხვდა. დევნილებმა მინისტრს განუცხადეს, რომ მათ ჩასახლებამდე უნდა ყოფილიყო მსგავსი სახის პრობლემები მოგვარებული,-„სასიკვდილოდ გაიმეტეთ ჩვენი ხალხი.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=TZSsRKw80MA[/embedyt]

მინისტრმა დევნილებს   განუმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნის პასუხები მოსულია და  ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან მალე დაიწყებს სამუშაოებს და სრულად აღუდგებათ   წყალმომარაგეობა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!