ჭუბერსა და ნაკრაში საკვები პროდუქტები დარიგდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში 330 ოჯახს, ხოლო ნაკრაში 120 ოჯახს, კომპანია ნენსკრა ჰიდრომ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საკვები პროდუქტები დაურიგა.

საკვები პროდუქტი ადგილობრივი თვითმმართველობამ და “წითელმა ჯვარმა” უკვე დაარიგეს ლენჯერის თემში.

მესტიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 10 აგვისტოს დადასტურდა. მაშინ ლენჯერში 17 შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც მთავრობამ, იმავე დღეს, მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კი 21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!