წმიდა გიორგის ხატი დადიანების მუზეუმში


  • ქართული საოქრომჭედლო სკოლის ერთ-ერთი სუკეთესო ნიმუშია. ხატის ცენტრში წარმოდგენილი ფეხზე მდგომარე წმ. გიორგი სვანეთის კედლის მხატვრობისთვის და ოქრომჭედლობისათვის დამახასიათებელ ტიპაჟებს გვახსენებს. მას ზეაღმართულ მარჯვენაში მახვილი უჭირავს, მარცხენაში კი – ფარი.

ფრაგმენტულად შემორჩენილი ტანსაცმლის ზედა ნაწილი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მას ქართული ტიპის აბჯარი ემოსა. ყველაზე საინტერესო და ამასთანავე იშვიათი ნიმუში დიდმოწამის სახის მედალიონია, რომელსაც მიუხედავად პატარა ზომისა (6,2X4,3 სმ) ხატის კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უკავია. ხატში ოსტატმა იგი ოქროში შეასრულა. მედალიონი მოძრავია, ანუ სავარაუდოდ იგი სალოცავად ცალკეც გამოიყენებოდა, ამიტომაც მედალიონზე წმინდა გიორგის სახეს ხატისაგან დამოუკიდებელი შარავანდედიც აქვს. მთავარი ხატის ცენტრალურ ნაწილში ამოჭრილია ჯვრის ფორმის ჩასასვენებელი, სადაც დღემდე, რამოდენიმე წმინდა ნაწილი ინახება. იგი დიდმოწამეს უნდა ეკუთვნოდეს, მახვილ შემართული წმინდა გიორგის წინაშე მუხლმოყრილი ორი ქტიტორია წარმოდგენილი, მარცხნივ ხელებაბყრობილი გვირგვინოსანი მამაკაცია, ხოლო მარჯვნივ, ასევე გვირგვინოსანი დედოფალი. ორივე ფიგურა დიდ მსგავსებას იჩენს კორცხელის ხატზე წარმოდგენილ ლევან II დადიანის გამოსახულებებთან.

ქრონოლოგიის უფრო დაზუსტების საშუალებას ნესტანის ფიგურა გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია, რადგან მისი სიკვდილის, ანუ 1639 წლის შემდეგ, ლევან II დადიანი ყველგან თავისი მეუღლის სულის შეწყალებას ითხოვდა, აქედან გამომდინარე, ხატი სავარაუდოდ ნესტანის დედოფლობის პერიოდში (1605-1639) წლებში უნდა იყოს შესრულებული, ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული იყო ხატების საბრძოლო დანიშნულებისათვის გამოყენება. მაგალითად, ბულგარეთის მეფე კოლომანეს, ჰერეკლე კეისარს, გიორგი გურიელს და სხვა მრავალს სამხედრო ლაშქრობებში თან დაჰქონდათ ხატები. თუ გავითვალისიწინებთ იმას, რომ ჩვენს ხატზე მახვილ შემართული გიორგია წარმოდგენილი, აქვეა იღბლისა და მფარველობის ნიშანი წმინდა ნაწილი, თუ გავიხსენებთ ლევან II დადიანის სამხედრო ლაშქრობებით დატვირთულ ცხოვრებას, ხომ არ შეიძლება იგი მთავარის სამგზავრო-საბრძოლო ხატად ჩავთვალოთ?! მით უფრო როცა სიწმინდეს ეჟვნით დამშვენებული ტყავის ჩანთა ახლავს თან, იგი მოჭედილია ვერცხლით, ჩარჩო ფოთლოვან-ყვავილოვანი ორნამენტითაა მოხატული, შემკულია ათი სხვადასხვა ზომისა და ფერის თვლებით.

დადიანების სასახლეთა საგანძური საგანძურის მცველი ლილი ბერაია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!