წითლიძე-მოვუწოდებთ ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის


  • მიუხედავად “ქართული ოცნების” არაერთი წინასაარჩევნო დაპირებისა და ფასადურად გატარებული რეფორმებისა ადგილობრივ თვითმმართველობაში რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი დღემდე არ დაწყებულა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ანა წითლიძემ ისაუბრა.

“ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ოპოზიციური საკრებულოების შემდეგ, რადგან დეცენტრალიზაციის პროცესი გულისხმობს ადგილობრივი არჩეული საკრებულოებისთვის და მერებისთვის ისეთი უფლებამოსილების გადაცემას, როგორიც არის ადგილობრივი ქონება, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მიწები, საძოვრები, ბუნებრივი წიაღისეული. დღეს ყველა ეს ჩამოთვლილი უფლებამოსილება არის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია, რომელიც დამატებით ბიუროკრატიას ქმნის ადგილებზე, ადგილობრივი მაცხოვრებლისთვის. მაგალითად თუ ზუგდიდელს, წალენჯიხელს, სენაკელს დასჭირდება თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცია, მან ამისთვის უნდა მიმართოს ცენტრალურ ხელისუფლებას და ადგილობრივი ხელისუფლება არ არის უფლებამოსილი. რეალურად კი, ევროპული ქარტიით და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ყველა ეს ჩამოთვლილი კომპეტენცია არის სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება. ასევე პრობლემა არის ადგილობრივი შემოსავლების ნაწილში, მიუხედავად, “ქართული ოცნების” არაერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ადგილბრივი შემოსავლების

ადგილობრივი შემოსავლების სრულად დატოვება ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს მისცემდა შესაძლებლობას ყოფილიყო თვითკმარი. დამატებითი შემოსავლების მხოლოდ 19% რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში, დანარჩენს ანაწილებს ცენტრალური ხელისუფლება, რაც ასევე დამატებით პრობლემას ქმნის ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ქონების გადაცემის პროცესზე ვალდებულება საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტრომ აიღეს ჯერ კიდევ 2017 წელს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 162-ე მუხლი მათ პირდაპირ ავალდებულებდა მათ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა დაეწყოთ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, თუმცა ეს პროცესი არ არის დღემდე დაწყებული”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

წითლიძე მოუწოდებს საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებს დაუყოვნებლივ დაიწყონ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობებში.

მისი განმარტებით, ის ხელს შეუწყობს არჩეულ საკრებულოებსა და მერებს იყვნენ უფრო ქმედითები. “ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის რეგიონული და თვითმმართველობის კომიტეტს განახორციელონ საპარლამენტი ზედამხედველობა და გაგვცეს პასუხი რატომ არ ახორციელებენ დღემდე სამინისტროეები, ვალდებუ;ებას, რომელიც მათ ეკისრებათ კანონით”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!