- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ. ადგილზე გაეცნენ კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას და მოსახლეობის საჭიროებებს.
“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და წითელი ჯვრის ფედერაციის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 200 ოჯახისთვის ჩამოიტანა სასურსათო და ჰიგიენური ამანათები. მინდა გაცნობოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩვენ უკვე შევძელით 100 000-ზე მეტი ამანათი დაგვერიგებინა ჩვენი მოხალისეების დახმარებით“ – განაცხადა ნათია ლოლაძემ.