- დღეს, დადიანების ნიკოსეულ სასახლეში ჟურნალისტისა და მწერლის დარეჯან კვარაცხელიას წიგნის ,,ოდაბადე” პრეზენტაცია გაიმართა.
გამოცემაში ასახულია უნიკალური კოლხური ოდები – მათი ისტორიები, კოლხური სამზარეულო, ეთნოგრაფია, ვაზისა და ღვინის კულტურა, ხორბლის წარმოების 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია, კოლხური ფუტკარი და განუმეორებელი ფოლკლორი. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილეებთან, ზუგდიდის მერთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.