ძილის ხანგრძლივობა უშუალო კავშირშია შრომის უნართან


ჩვენ, ჩვენი ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ. ძილი მოდუნების და ძალების აღდგენის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. როდესაც ღამე თვალებს ვხუჭავთ რამდენიმე საათით, ჩვენ ორგანიზმს, დღის მანძილზე, მიღებული სტრესებისგან დასვენების საშუალებას ვაძლევთ. ძილის დროს, ორგანიზმში მილიონობით პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ტვინს ეხმარება განახორციელოს სხვადასხვა ოპერაციები, იმ დროს, როდესაც უჯრედებში დღის მანძილზე დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესები მიმდინარეობს.
იმ შემთხვევაში, თუ არ ვიძინებთ ან უძილობის პრობლემა გვაქვს, ჩვენ არ ვაძლევთ ორგანიზმს აღდგენის საშუალებას, ხოლო ხანგრძლივი უძილობა, სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას. მხოლოდ 16 წუთითაც კი ძილის დანაკლისი მეორე დღეს შრომის ეფექტურობას მნიშვნელოვნად აქვეითებს. სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში გამოიკვლიეს, რომ ძილის ხანგრძლივობის უმნიშვნელო შემცირებაც კი იწვევს ანალიტიკური აზროვნების უნარისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებას. პარალელურად იზრდება სტრესის დონე და მცირდება პროდუქტიულობა. ძილის ნაკლებობა დაკავშირებულია მეხსიერების დარღვევებთან, გულისა და იმუნური სისტემის დაავადებებთან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!