ჩვენი თანამემამულის ხმა უკრაინიდან–რაულ ჩილაჩავა


  • საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, “ზუგდიდელებმა” კომენტარი სთხოვა ჩვენს თანამემამულეს, პოეტს, მთარგმნელს, პუბლიცისტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორს, უკრაინის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ყოფილ ელჩს, ლატვიაში ბატონ რაულ ჩილაჩავას.

“რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქზე, დავდე პატარა პოსტი, სადაც სწორედ თქვენს კითხვაზეა პასუხი გაცემული. იქნებ ვცდები, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ სწორედ ასეა, როგორც აქ ვწერ: “დღეს უკვე თითქმის ყველა ხედავს, რომ ქართველი ერის ოცდაათწლიანი ბრძოლა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად არც თუ წარმატებული გამოდგა. მან ვერ შესძლო საკუთარი პროგრესული ძალების კონსოლიდირება, ვერ მოახერხა შიდა და გარეშე მტრებთან გამკლავება, ვერ შეინარჩუნა ტერიტორიული მთლიანობა, ვერ ააღორძინა და ვერ შექმნა მზარდი, ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა, ვერ აქცია განათლება, კულტურა და სპორტი ეროვნული ცნობიერებისა და სიჯანსაღის მესაძირკვლედ. ქვეყანა მოიცვა ტოტალურმა ურთიერთსიძულვილმა, ნიჰილიზმმა, სნობიზმმა და სხვა უამრავმა “იზმმა”, რომელთა ნაწილი ძალით მოგვახვიეს თავს, ნაწილი კი საკუთარი უგუნურების გამო თვითონვე უდრტვინველად მივიღეთ. დღეს საქართველო დაყოფილია მრავალ პოლიტიკურ და რელიგიურ სექტად, რომლებიც ეშმაკმა იცის, საიდან ფინანსდებიან და რა მიზნებს ისახავენ. ჩვენში დაიკარგა და პრაქტიკულად არ არსებობს დიალოგის, დისკუსიის, პოლემიკის, დებატების კულტურა. ეკრანებიდან და პრესის ფურცლებიდან მღვრიე ნაკადად მოედინება უწმაწური სიტყვები, ქართველი მდედრების გარკვეულმა ნაწილმა კი, სკაბრეზულობაში ბოცმანებსა და მეწაღეებს გადააჭარბა. კდემითა და პატიოსნებით განთქმული მიწა იქცა აღვირახსნილი მეძავებისა და მამათმავლების უტიფარი აღლუმების ალაგად. აღარ გავაგრძელებ: რისთვის ვიბრძოდით და რაც მივიღეთ, ყველამ ჩემზე უკეთ იცით.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!