“ძალადობას ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ”


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის გამო, დღეს, ზუგდიდის შსს რაიონული სამმართველოს ზედაეწერის განყოფილებაში დაკითხულ იქნა თეონა ქარდავა, 

რომელიც იყო „თავისუფალი საქართველოს“ კორცხელის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი. დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. დაკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა კანდიდატმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის ემიჯნება ყველანაირ ძალადობას, მითუმეტეს საარჩევნო პერიოდში. ქარდავას ინფორმაციით, კორცხელში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ნიკა მელიას გამოჩენამ გამოიწვია აგრესია, იყო შეძახილები, რასაც მოყვა საპასუხო რეაქცია. ქარდავა ამბობს, რომ  ამ კონფლიქტში ორვე მხარეა  დამნაშავე,  „მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ძალადობას ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ, უნდა ვუჩვენოთ ჩვენს ამომრჩევლებს სწორი გზა უკეთესობისაკენ. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ნუ გახდებიან მოძალადეები, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მოქალაქეების უკეთესი მომავლისათვის და ვიზრუნოთ რომ მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და ოპონენტებს შორის შორის ურთიერტობა იყოს კონსტიტუციური”.

დაკითხვაზე ასევე იმყოფებოდნენ ტელერადიოკომპანია ოდიშის ჟურნალიტი ნანა ქობალია და მისი მეუღლე პაატა ქარჩავა, ასევე ტელეკომპანიის თანამშრომელი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!