დღეს, ზუგდიდში, გიგა ოთხოზორიას დაკრძალავენ


დღეს, ზუგდიდელები გამოეთხოვნენ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დასვენებულ გიგა ოთხოზორიას, რომელიც ხურჩაში, საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე, შელაპარაკების ნიადაგზე, მებაჟის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, თბილისიდან ჩამოსულმა სამთავრობო ჯგუფის წევრებმა, პარლამენტარებმა.

ზუგდიდში ჩამოვიდნენ ცენტრალური მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც მოგვიანებით, ხურჩაში, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურების თანამშრომლები 26 მაისის აღსანიშნავად ჯერ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლებთნ შეიკრიბნენ, შემდეგ კი, ერთობლივი მსვლელობით გაემართნენ ტაძრისკენ, სადაც მოძმის მიერ განგმირული 30 წლის გიგა ოთხოზორია ესვენა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=uHkf8qwJDLE[/embedyt]

დღეს, ზუგდიდში, 26 მაისისათვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!