- ცხადდება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ერთობლივი კონკურსი “ქართული კალიგრაფია-2023“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების III-XII კლასის მოსწავლეებსა და სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებს.
2023 წლის 2 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით მსურველებს შეუძლიათ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.
ადგილზე წერა ჩატარდება 17-18 მაისს, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში. კონკურსანტებს ადგილზე მიეცემათ საკონკურსო ჯგუფების შესაბამისი დავალებები-ხელნაწერის გვერდის ასლის გაკეთება ან ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა. კონკურსის გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება მოხდება 2023 წლის 25 მაისს.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ლინკზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: 599 50 60 44; 593 98 34 40.