79 წლის, ციალა ჯოჯუა უკვე მეთოთხმეტე დღეა მერიის წინ პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალბატონმა ციალამ, აქციის მეთერთმეტე დღეს, შიმშილობა შეწყვიტა, მაგრამ საპროტესტო აქციას მაინც აგრძელებს. ის ისევ რჩება მერიის შენობის წინ.“ზუგდიდელებთან ” ამბობს, რომ მასთან იმყოფებოდა ქალაქის ვიცე მერი გია გულორდავა, რომელიც ოჯახს დახმარებას დაპირდა, მაგრამ როგორც ქალბატონს განუმარტეს ვიცე მერი ადგილზე არ იმყოფება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=2OQQ2dHD05o[/embedyt]
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სამსახურის ხელმძღვანელის მაია ღუბელაძის განმარტებით:
“ქალაქ ზუგდიდის ვიცე- მერმა მოქალაქეს 40 კვ.მ.-ს მიშენება შესთავაზა. ამჟამად მზადაა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. რემონტი წინასწარი გათვლით ახალ წლამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მოქალაქემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა”.
ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ, 64 დღე იწვა. გარკვეული პერიოდი იშიმშილა კიდეც. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მას საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა. მოგვიანებით, მან ისევ დაიწყო შიმშილობა მერიის წინ, მაშინაც შეპირებებით დააბრუნეს შინ. ეს უკვე ციალა ჯოჯუას რიგით მესამე საპროტესო აქციაა.