ცენტრალური ბიბლიოთეკა ანგარიშს აბარებს


მუნიციპალიტეტის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ  და მისმა ექვსმა განყოფილებამ საზოგადოებას მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე და ჩატარებულ ღონისძიებებზე ანგარიში წარუდგინა. მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გამგეებმა ისაუბრეს საბიბლიოთეკო საქმიანობებზე, მკითხველთა რაოდენობაზე, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე და წიგნადი ფონდის განახლებაზე. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა ფოტოებით მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის ბიბლიოთეკის მძიმე ვითარება, რომლებიც საჭიროებენ სრულ რეაბილიტაციას. ადგილობრივ ხელისუფლებას კი, მათთვის გამოყოფილი აქვს მხოლოდ ხუთი ათასი ლარი, რაც მათი თქმით საკმარისი არ არის. შეხვედრის ბოლოს ცაიშის მე-9 კლასის მოსწავლემ ანა გაბელიამ საზოგადოებას წაუკითხა სოფელ ცაიშის ისტორია, ასევე, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ თინათინ მოსიძემ აუდიტორიას გააცნო იონა მუნარიგიას ცხოვრება და მოღვაწეობა.
მადონა მაქაცარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი: _ `,,დღეს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი ხუთი თვის მუშაობის ანგარიში. ყველა სოფლის ბიბლიოთეკის გამგემ წარმოადგინა თავისი ნამუშევარი. 16 სოფლის ბიბლიოთეკას გამოეწერა წიგნები პრესასთან ერთად, გარდა ამისა, პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი იქნა 500 ლარიანი ვაუჩერი. წიგნების რაოდენობა 107 შედაგენს. მოგეხსენებათ, მე კერძო ინვესტორს ვეძებ რომ შევძლო რამდენიმე ბიბლითეკის დახმარება. ჩვენი დიდი სურვილია და ყველანაირად ვეცდებით მარტის თვიდან გავხსნათ ექვსი ახალი ბიბლიოთეკა”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!