დავით ნარსიასთვის დევნილთა პრობლემები ნაცნობია


აჭარისა დასამეგრელო ზემო სავანეთის ტერიტორიულ ორგანოს ახალი უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, – დავით ნარსია წარმოშობით სოხუმიდანაა. თავის დროზე, თბილისში, ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში   მუშაობდა, შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში უფროსი სპეციალისტი იყო.დავით ნარსიამ ზუგდიდში, ამ თანამდებობაზე დანიშვნიშთანავე მოინახულა დევნილთა რამოდენიმე კომპაქტური ჩასახლება და გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას.

 დავით ნარსია: ,,დავიბადე აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში, შესაბამისად დევნილთა პრობლემები ჩემთვის ცნობილია. მოსაცდელში ყოველდღიურად ათობით ადამიანი მელოდება, ყველას ყურადღება, თანადგომა სჭირდება. ლტოლვილთა და განსხლების სამინისტრო ყველაფეს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა უკეთ იგრძნონ თავი. აღნიშნულ ადგილზე ვაკანსია იქნა გამოცხადებული. აქ დროებით ვარ. ჩემთან ერთად, კონკურსი უნდა გაიარონ სხვა კანდიდატებმაც, რომლებსაც სურთ ამ ადგილზე  დანიშვნა. ახლა რაც შეეხება დევნილთა ჩასახლების თემას – დღევანდელი მდგომარეობით, თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთათვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდა, რომელიც გათვლილია 320 ოჯახზე, ბინებზე განაცხადი ოთხიათასასოთხმოცდაათმა  ოჯახმა შეავსო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოკვლევები, რომელიც სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დასრუდება. რაც შეეხება დევნილთა შესახლების პროცესს, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ეს ინფორმაცია საჯარი იქნება და გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე. ამასთანავე, ახალსოფელში ყოფილ სკოლა – ინტერნატში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და აქაც შესახლების ზუსტი დრო ცნობილი არ არის. შარშან დაიწყო პოექტი ,,სოფლად სახლი”, რომელიც ახლაც წარმატებით მიმდინარეობს. სამომავლოდ, ბარამიას ქუჩაზე იგეგმება დევნილთა  საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. აღნიშნულ პროექტზე ტენდერია გამოცხადებული,როგორც კი გამარჯვებული გამოვლინდება იმთავითვე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!