“ცა და მიწა”


ასე ეწოდება  ლექსების კრებულს, რომელიც დღეს  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებით ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წარუდგინა მკითხველებს პოეტმა ნანა ეხვაიამ და მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ.შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა ზუგდიდელებმა სიყვარულით ისაუბრეს ნანა ეხვაიას იმ ლექსებზე, რომელიც კრებულში “ცა და მიწა” არის შესული. საუბარი მკითხველების მიერ ერთი რიგითი პოეტის შეფასებას გასცდა. ავტორმა თავადაც წაიკითხა თავისი რჩეული ნაწარმოებები და სიამოვნებით გასცა ავტოგრაფები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!