საია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე


დღეს, საიას ზუგდიდის ოფისში პროექტის ფარგლებში „ მოქალაქეთა ჩართულობა ეფექტური თვითმართველობებისათვის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.  საუბარის თემა იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაღებში არსებული მდგომარეობა.

ინფრასტრუქტურული პრობლემები, ფართის სიმცირე, სოფლებში ბაღების არ არსებობა, სათამაშოების არასაკმარისი რაოდენობა,- ეს ძირითადი პრობლემებია, რომლებიც აწუხებთ მუნიციპალიტეტების საბავშო ბაღებს. შეხვედრაზე გამოვიდა რამდენიმე საბავშო ბაღის წარმოამდგენელი, რომლებმაც თავის გამოსვლებში წარმოადგინეს მათ საბავშო ბაღებში არსებული მდგომარეობა.

ინგირის ბაღის „წითელქუდას“ წარმომადგენელმა მარტინა გოგუამ აღნიშნა, რომ ბაღი სამ ჯგუფიანია, დევნილთა ჩასახლებაა და ამის გამო ვიწროდ არიან. „ფართი პატარაა,  შენობას აწვიმს,  ბზარებია და საშიშია. სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრმა ჩვენ გადმოგვცა სათამაშოები, ინვენტარი და მათგან ყოველთვის ვგრძნობთ ყურადღებას.“

ფართის სიმცირეზე ისაუბრა თავის გამოსვლაში  ოირემეს ბაღის წარმომადგენელმა ნანა ხუბუამ. მისი თქმით, ფანჯრები არ იღება და ოთახების განიავებას ვერ ახერხებენ. ფასადი ჩამონგრეულია, მაგრამ დაპირდნენ მოგვარებას. შენობა, სადაც ამჟამად იმყოფებიან, კოპერატივის ბალანსზეა. „მე დამხვდა დაკონსერვებული შენობა, წყალი და დენი არ იყო. არც შემინული იყო და არც შემოღობილი. ფაქტიურად, ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. რაც შეეხება ინვენტარს, ჩვენ მოგვცეს გაზქურა, მაცივარი, პიანინო, რაც საჭირო იყო ბაღისთვის. ადრე წყლის ბრობლემა გვქონდა , მაგრამ ჭაბურღილის გათხრის შემდეგ ეს პრობლემა მოვაგვარეთ“-აღნიშნა ხუბუამ.

ხმაური მოყვა სოფელ ცვანეს მკვიდრის ზურაბ მამფორიას გამოსვლას. მან საზოგადოებას მოახსენა, რომ  სოფელ ცვანეს აქვს  შენობა ბაღისთვის, ყავს კონტინგენტი და განათლების სამინისტრო არ აძლევს შენობას საკუთრებაში, ამიტომაც ბავშვები მოსაზღვრე სოფელში ერგეტაში, დაქირავებული ავტობუსით დადიან. „ გვყავს 37 ბავშვი, ეს შენობა არის სოფლის თანხებით აშენებული და არ ეკუთვნის მუნიციპალიტეტს,  თანხა მოძიებულია 35 ათასი ევრო, მაგრამ განათლების სამინისტრო არ იძლევა. ბავშვებს, ყოველდღიურად, შვიდ კილომეტრზე უწევთ სიარული. სოფელს გამგებელი ყავს, მაგრამ კაბინეტი არ აქვს. „რა უნდა გავაკეთოთ? უნდა მივმართოთ საგამოძიებო სისტემებს განათლების სამინისტროს რომ უჩივლონ  და დაგვიბრუნონ ჩვენი შენობა.“  ის ამბობს, რომ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე მიმართა სოფელმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, მაგრამ შედეგი არ მოყოლია. ამის გარდა, მან თავის გამოსვლაში ილაპარაკა სოფელში ზოგადა არსებულ მდგომარეობაზე, მისი თქმით, სოფელში გზა არ აქვთ და რთულ პირობებში უწევთ სიარული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა ციცანა თოლორაიამ აღნიშნა, რომ დღეს აქ დასმული პრობლემები მისთვის ცნობილია და მიმდინარეობს მათზე მუშაობა ეტაპობრივად. ამის გარდა, მან, ისაუბრა იმ ბაღებზე, რომლებშიც სოფლის მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდება რემონტი. “ოირემეს საბავშო ბაღში გაკეთდა  ჭაბურღილი, მოხდა ბაღის შემოკავება, ჩემი მოსვლის დღიდან ბაღს გადავეცი დგამ-ავეჯი, მაცივარი, გაზქუარ. ასე, რომ ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ვართ გულხელდაკრეფილები.  მესმის გასაკეთებელია და იქ უნდა გარემონტდეს სხვა  ოთახებიც, რისთვისაც სამომავლოდ  სოფლის მხარდაჭერის  პროგრამით მოხდება სამზარეულოს რემონტი და ფანჯრების ჩასმა. რაც შეეხება შამგონის ბაღს,  ბაღი ერ ჯგუფიანი იყო,  რომლებიც  შეკედლებულები იყვნენ კოპერტივის შენობაში. მინდა აღვნიშნო, ის საზღვრისპირა სოფელია და  იქ ცხოვრობს ძალიან ბევრი დევნილი. ბაღს გადავეცით დგამ-ავეჯი და საჭირო ინვენტარი. შამგონაში შენდება  ახალი საბავშო ბაღი, რომლის  პროექტი უკვე გაკეთებულია. რუხში იქნება ახალი საბავშო ბაღი, ამ ეტაპზე მიმდინარებს ახალკახათის საბავშო ბაღის მშენებლობა, რომელიც სავარაუდოდ, თუ მოასწრებს, ოქტომბრისთვის მზად იქნება. რაც შეეხება ცვანეს საბავშო ბაღს,  მესმის შვიდი კილომეტრის მანძილზე ხდება ბავშვების გამოყვანა.  სწორედ, რომ  ცვანეში და ერგეტაში რომ არ დარჩენილიყო არცერთი აღსაზრდელი ბაღის გარეშე, გაიხსნა მეორე ჯგუფი. იქ ორჯგუფიანი ბაღია,  50 აღსაზრდელია. ცვანეს პრობლემასთან დაკავშ,ირებით ჩვენთანაც იყვნენ მოსახლეობა მოსული. წერილობით მოგვმართეს,  მაგრამ ჩვენს პრეროგატივაში არ შემოდის ეს, მუნიციპალიტეტმა იკისრა და განათლების სამინისტროს მიმართა.  „წითელქუდა“ ერთ-ერთი წარმატებული ბაღია განათლების თვალსაზრისით. შეძლებისდაგვარად გავაფართოვეთ, სამზარეულო გავაკეთეთ, გადავეცით საჭირო ინვენტარები. გადაიხურა სამი ბაღი. მოხდა ორსანტიის საბავშო ბაღის ეზოს მოწესრიგება.  მიმდინარეობს, ინგირის #1 ბაღის რემონტი. აქ   ითხოვენ მესამე ჯგუფის დამატებას. დარჩელისა და რიყის საბავშო ბაღის პროექტი მზად არის“.-აღნიშნა ციცანა თოლორაიამ.

საიას ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა მარიამ გოროზიამ აღნიშნა, „ჩვენ აბსოლუტურად ყველა ბაღის პრობლემა გამოვიკიტხეთ, რამდენიმე სოფელს საერთოდ არ აქვს ბაღი და ბავშვები ვერ ახერხებენ საშუალო განათლების მიღებას საკუთარ სოფლებში და მოსაზღვრე სოფლებში უწევთ სიარული, გარკვეული პრობლემებია წყალმომარაგეობასთან დაკავშირებით. როგორც ადგილობრივი თვითმართველობა აცხადებს, ეს პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება და ხელს შეუწყობენ, რომ ბაღებში უკეთესი მდგომარეობა იყოს.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=o26-T5PzM3g[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!