ჩვენი რჩეულები საკრებულოში


გუშინ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დაპირისპირება ილია ჭავჭავაძის ბიუსტის გადატანამ და მის ირგვლივ მიწის გაყიდვაზე ჭორ-მართალმა გამოიწვია. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა დეპუტატმა „ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციიდან“ თენგიზ ხარჩილავამ 2016 წლის ბიუჯეტის განხილვის შემაჯამებელ სხდომაზე ითხოვა, სადაც საბოლოოდ უნდა დაედგინათ შეესაბამება, თუ არა სიმართლეს ჭავჭავაძის ბიუსტის გადატანის და მისი მიმდებარე მიწის გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
გთავაზობთ ვიდეომასალას, როგორც შეგპირდით რედაქტირების გარეშე, სადაც ასახულია თუ როგორ მიმართავენ ერთმანეთს და საუბრობენ საჭირბოროტო საკითხებზე ზუგდიდის ქალაქის საკრებულოში ჩვენი რჩეულები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!