დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანი წითლიძემ დიდთოვლობის გამო ჩაფუშულ ყინულის სახლთან ბრიფინგი გამართა. მან ვიცე მერი გია გულორდავა დაადანაშაულა კომპანია შ. პ. ს. “გილანი-21” ლობირებაში და მფარველობაში, სწორედ ეს კომპანია ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს ზუგდიდის ყინულის სახლში. წითლიძის ინფორმაციით, ყინულის სახლის რეაბილიტაცია მთლიანობაში დაჯდა ხუთ მილიონ ლარზე მეტი, ამასთანავე, შ.პ.ს. “გილანს” გადაერიცხა 850 ათასი ლარი. შეხვედრისას, წითლიძემ ასევე, სიცრუეში დაადანაშაულა ქალაქის მერია, მისითქმით, მერია აცხადებდა, რომ ყინულის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თავის თავზე აიღებდა კულტურის სამინისტრო, მაგრამ ქალაქის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, გაირკვა, რომ არანაირი კულტურის სამინისტრო არ იღებს თავის თავზე სარებილიტაციო სამუშაოებს და ყინულის სახლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს და მოაკლდეს სხვა მნიშვნელოვან პროექტებს მოსახლეობისათვის. საუბარია 150 ათასს ლარზე, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, შ.პ. ს. “გილანი-21”-ს უნდა გადაერიცხოს აღდგენითი სამუშაოებისთვის . წითლიძე ამბობს, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ აგო პასუხი კომპანიამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისთვის.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=e-a2f_mR4GA[/embedyt]
წითლიძის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს ვიცე მერი გია გულორდავა. მისი განცახდებით, 2016 წლის, 2 იანვარს, როცა მოვიდა უხვი ნალექი და ჩაიფუშა ყინულის სახლის , სახურავი, ჩვენ რა თქმა,უნდა არ ველოდით, რომ ეს ნაგებობა ვერ გაუძლებდა ნალექს, გუმბათი წინახელისუფლების დროსაა გაკეთებული. ჩვენ მხოლოდ გავაკეთეთ შიგნით, ადმინისტრაციული სამსახურის განსალაგებული სამუშაოები . როცა ზარალის ოდენობა კომისიამ შეისწავლა, შეადგინა დაახლოებით 155 ათასი ლარი. ჩვენ მივმართეთ, ლევან სამხარეულის სახელობის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ადასტურებს ჩვენი გათვლების სისწორეს. გულორდავას თქმით, აღნიშნული თანხა მოძიებულ იქნა და უახლოეს ერთ კვირაში გამოცხადდება ტენდერი და სექტემბრის ბოლოსთვის სამუშაოები დაიწყება. გულორდავას თქმით, კულტურის სამინისტრომ არ გამოყო თანხა, არ ქონის გამო.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=6vqfbsEPY3g[/embedyt]