- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფეისბუქგვერდის პირდაპირი ეთერი დაეთმო პოეზიის საღამოს-“ჩაისუნთქე ბედნიერება”.
პირდაპირი ჩართვით ფეისბუქმომხმარებლების წინაშე წარდგა პოეტი დიკა სალაყაია.
ლაივის დასაწყისში დიკა გულთბილად მიესალმა თავის მსმენელებს, მიმდინარეობისას კი წაიკითხა მათ მიერ კომენტარებში შემოთავაზებული ლექსები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, დიკა სალაყაიას პირდაპირმა ეთერმა მოიცვა 4469 ადამიანი, 1,9 ათ. ნახვა, ლაივის განმავლობაში 101 კომენტარი შემოვიდა და ის გაზიარდა 31-ჯერ.