მერიის შიდა აუდიტის სამსახური 2014 წლის 1 სექტემბრიდან ფუნქციონირებს და მერიის სამსახურებს და მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს უწევს კონსულტაციას. სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ჟვანია გიორგი პროფესიით იურისტია. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდმარის თანაშემწედ,
იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი. „ზუგდიდელებთან“ საუბარში გიორგი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახურის არსებობა, რადგან ღირებულ საქმეებს აკეთებს. მისი თქმით, მათი მუშაობით კმაყოფილი არიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც კონსულტაციას, ან თუნდაც ინსპექტირებას უწევენ და ხშირად აღნიშნავენ, რომ აუდიტორული შემოწმების შემდეგ, შესამჩნევად გაუმჯობესდა და უფრო ეფექტური გახდა მათი საქმიანობა.
„აუდიტორის უფლება – მოვალეობებში შედის, განახორციელოს აუდიტორული შემოწმება, დაიცვას შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი. აუდიტორმა უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით, სადაც დეტალურად არის გაწერილი შიდა აუდიტორის უფლება მოვალეობები“.
-ეს სამსახური მაკონტროლებელ საქმიანობას ეწევა თუ საკონსულტაციოს?
-ეს სამსახური საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა. დაწესებულებებს ეხმარება თავისი მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, თუმცა აქვე აღვიშნავ, რომ ამ სამსახურს გააჩნია ინსპექტირების განყოფილება, რომელსაც აქვს მაკონტროლებელი ფუნქციები.
-როდის ხორციელდება ინსპექტირება?
-ინსპექტირება ინტენსიურად ხორციელდება. ჯგუფი გადის ობიექტებში. ამოწმებს დაგვიანებებს, სამსახურებრივ გადაცდომებს და შინაგანი წესის დარღვევებს ხომ არ აქვს ადგილი.
-დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, როგორ მიმდინარეობს მასზე მუშაობა?
– ჩვენი სამსახური შედის ინიციატივით მერიის წინაშე, რომ პირის მიმართ გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურს აქვს ვალდებულება, რომ მერს წარუდგინოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ შემდგომი რეაგირებისათვის. შედგება აუდიტორული ანგარიში, რომელსაც აწერენ ხელს აუდიტის ჯგუფის წევრები. მე, როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელი, ვამტკიცებ აღნიშნულ ანგარიშს და ამის შემდეგ წარვუდგენთ მერს და ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ანგარიშთან ერთად, წარედგინება რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, ანუ როდის უნდა შეასრულოს ობიექტმა რეკომენდაცია.
– ბატონო გიორგი, თქვენი გუნდის შესახებ მოგვიყევით?
– შიდა აუდიტის სამსახურს ყავს ოთხი თანამშრომელი. განყოფილების უფროსი გახლავთ ჯიმშერ ბერაძე, განყოფილების მთავარი სპეციალისტია ნიკოლოზ გულუა, ინსპექტირების განყოფილების უფროსი გახლავთ დავით ჭეჟია. ხოლო ინსპექტირების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი გახლავთ ანო წიწავა, ეს ადამიანები გახლავთ პროფესიით ეკონომისტები და იურისტები, რომელთაც გავლილი აქვთ შიდა აუდიტის კურსები. თითოეული მათგანი გახლავთ თავისი საქმის მცოდნე და პროფესიონალი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=XhH5GFDoooA[/embedyt]