ადგილობრივი თვითმმართველობა ანგარიშს აბარებს


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ, საკრებულოს  წევრებმა, ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ  და მერიის სამსახურის უფროსებმა საზოგადოებას 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს.

თავის გამოსვლაში საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ ისაუბრა იმ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე, რომლებიც წელს განახორციელა საკრებულომ. „კარგი იქნება ადგილობრივი მოსახლეობა, რომ  ჩაერთოს ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმულირების პროცესში, რომელიც საშუალებას მოგვცემს თითოეულ ჩვენთაგანს ერთად გადავჭრათ ის პრობლემატური საკითხები, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს თანაქალაქელებს’’- აღნიშნა გიორგი თოდუამ ჟურნალისტებთან საუბარში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=9q2Hp7r9T7I[/embedyt]

სხდომას ესწრებოდა ზუგდიდის მერი, რომელმაც მოგვიანებით ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა. მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობა მუშაობა წარმატებულად შეაფასა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=DY9mnzTYorE[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!