- ევროკავშირის თემაზე პირველი აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პუბლიკაცია ევროკავშირის, როგორც უნიკალური საერთაშორისო სუბიექტის, მისი ინსტიტუციონალური მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიის გასააზრებლად აუცილებელ ცოდნას იძლევა.
თარგმანი თსუ-ის, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობისა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის თანამშრომლობის შედეგია.
აფხაზურენოვანი სახელმძღვანელოს პრეზენტაციის შემდეგ, პროგრამის „ევროკავშირის ინსტიტუციონალური მოწყობა; ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ამ პროცესში“ წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ.