ზუგდიდში კონფერენცია “ჩემი საუკეთესო პრაქტიკა” ჩატარდა


  • საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინიცირებითა და ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩატარდა კონფერენცია “ჩემი საუკეთესო პრაქტიკა”.

კონფერენციაში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათ მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღის ოცდახუთმა აღმზრდელმა-მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ საარმზრდელო დაწესებულებათ მართვის ცენტრის ხელმძვანელი: “ოცდახუთი საინტერესო პრაქტიკა პრეზენტაციის სახით წარმოგვიდგინა ჩვენმა აღმზრდელმა მასწავლებლებმა. პროექტის სარგებლიანობა სწორედ ეს არის- სკოლამდელთა სფეროში დასაქმებულებმა ერთმანეთს საინტერესო იდეები, გამოცდილება გაუზიარონ. მადლობას ვუხდი პროექტის განხორციელებაში მონაწილე ყველა მხარეს – მერიას, პროფკავშირს, ქალბატონ ზამირა ღადუას, ცირა გულუას, ლელა გრიგოლაიას აქტიური ჩართულობისთვის”.

კონფერენციის ბოლოს, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწსებულების მხცოვან წარმომადგენლებს, მადლობის ნიშნად სპეციალური საჩუქრები გადაეცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!