შეჯიბრის დაწყებამდე ყველა სპორტსმენს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის ან თვითიზოლაციის გავლა მოუწევს


  • შეკრების ან შეჯიბრის დაწყების წინ ყველა სპორტსმენმა და ნაკრების ან კლუბის მთლიანმა პერსონალმა უნდა გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, კარანტინის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სრული შემადგენლობის ტესტირება და შეკრებაზე და შეჯიბრზე დაიშვებიან მხოლოდ COVID-19 ტესტირების უარყოფითი შედეგის მქონე პირები.

ამასთან, სპორტული შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში დადგენილ ლოკაციებზე უნდა დაწესდეს საკარანტინო ზომები, რაც შეზღუდავს ნებისმიერი პირის ბაზაზე შესვლას ან ბაზიდან გასვლას, გარდა სასურსათო მომარაგებისა და დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირებისა. სპორტსმენებსა და პერსონალს ყოველდღიურად, შეჯიბრის ან ვარჯიშის დაწყების წინ უნდა უტარდებოდეს თერმოსკრინინგი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!