შეხვედრები ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში


ინფორმირებული არჩევანი-რატომ ვუჭერ მხარს ჩემს კანდიდატს-საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერთა შეხვედრები გაიმართა სამოქალაქო საზოგადოებასთან ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. დღეს, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა ისაუბრეს, თუ რატომ უჭერენ მის კანდიდატურას მხარს. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის პრინციპული, პირდაპირი და ის იქნება ევროპული სტილის ლიდერი. შეხვედრის მსვლელობისას, ნაჩვენები იქნა, ფილმი სალომე ზურაბიშვილის მოგონება წიგნიდან “საქართველოსაკენ”.

შეხვედრაზე, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს შეკითხვები დაუსვეს.

მოგვიანებით, “კახა კუკავა-თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს, თუ რატომ უნდა გახდეს კახა კუკავა საქართველოს პრეზიდენტი. მათი განმარტებით, კახა კუკავა არის განათლებული, მართალი და იბრძვის სახელმწიფოში არსებული უსამართლობის წინააღმდეგ.

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის ეკა მინჯორაიას ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია საარჩევნო ცნობიერებისა და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთება.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!