პირველი ნოემბრიდან სესხის გამცემიც და სესხის ამღებიც ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება


საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებების ამოქმედებამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. პირველი ნოემბრიდან სესხის გამცემიც და სესხის ამღებიც ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება. სპეციალისტები ამობენ, რომ რეგულაციების შედეგად ფინანსებზე წვდომა მომხმარებლების ძალიან დიდ ნაწილს შეეზღუდება. მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დებულების სამუშაო ვარიანტი გასაჯაროებულია, თუმცა მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება და მასში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

საინფორმაციო სასუალებებესი უკვე გაიჟღერა  ყველა ის მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა, რომელიც ამ ეტაპზე ცნობილია და ძალაში პირველი ნოემბრიდან უნდა შევიდეს.

1. სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები იცვლება

ყველაზე საინტერესო სიახლე, რაც სესხის აღების მსურველმა უნდა იცოდეს ისაა, რომ იცვლება სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. მაგალითად, არსებული სამუშაო ვარიანტით ირკვევა, რომ თვეში ათასლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანი მხოლოდ იმ ოდენობის სესხს აიღებს, რომლის დაფარვისთვისაც თვეში მაქსიმუმ 200 ლარი უნდა გადაიხადოს.

კეფიციენტები იზრდება მომხმარებლის შემოსავლის პარალელურად. მაგალითად, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 1 000-დან 3 000 შემოსავალზე – 25% უნდა იყოს; 3 000-5 000 ლარის შემოსავლის შემთხვევაში – 30%; 5 000-7 000 ლარის ფარგლებში – 40%; 7 000-დან 10 ათას ლარამდე ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში კი – 50% უნდა იყოს.
2. სავალდებულო ხდება შემოსავლების დადასტურება

ყველ ბანკისთვის სავალდებულო ხდება სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება და მათი შემოსავლების დადასტურება. აღნიშნული რეგულაცია ბანკების ნაწილს მიმდინარე წლის 7 მაისიდან უკვე შეეხო.

3. იპოთეკურ სესხი აღარ გაიცემა, თუ პირს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი აქვს
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, იპოთეკური სესხების აღებას ეხება. პირი, რომელსაც ერთზე მეტი საცხოვრებელი არ აქვს, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს 1პირველი ნოემბრიდან ვეღარ აიღებს.. უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლისა თუ თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ, როგორც საცხოვრებელი. 
4. მკაცრდება სესხებზე ყოველთვიური შენატანის წესი

დოკუმენტის თანახმად, დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის, ხოლო ძირ თანხას ან მის მნიშვნელოვან ნაწილს სასესხო ვადის ბოლოს ფარავს. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საკრედიტო ბარათებსა და ოვერდრაფტებზე.

5. თანამსესხებელი ოჯახის წევრი უნდა იყოს

პირველი ნოემბრიდან ბანკი სესხს არც იმ შემთხვევაში არ მოგცემთ, თუ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი არ იქნება. 
იცვლება სესხის აღების ვადებიც. დოკუმენტის თანახმად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად – 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე – 10 წელი, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში – 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი, მაქსიმალურ ვადად – 4 წელია განსაზღვრული.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია პირველი ნოემბრიდან მხოლოდ საბანკო სექტორზე გავრცელდება. შესაბამისად, აღნიშნული შეზღუდვები საბანკო სესხების მომხარებლებს შეეხებათ. რაც შეეხება, დანარჩენ საფინანსო სექტორს, ცვლილებები მათზე 2019 წლის პირველი იანვრიდან აისახება.

წყარო: Allnews.ge


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!