შეხვედრა დევნილებთან


დღეს, იძულებით გადაადგილებულთა უფლებებზე, საჭირობებზე, მათთვის სახელმწიფო სერვისებზე და პროგრამებზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ დევნილები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას მათთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე მიმართეს.

დევნილმა, ჟანა ჯახაიამ, რომელიც დასახლებაში არსებული სათემო ორგანიზაციის წევრია, აღნიშნა, რომ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და შეძლებისდაგვარად მოუგვარდათ პრობლემა. „ ეს იყო წყლის პრობლემა, ჩავატარეთ ადვოკატირების პროგრამა ბაღის მოთხოვნით და დადებითი პასუხი მივიღეთ. ამის გარდა, კანალიზაციის პრობლემა გვქონდა და სარდაფში წყალი დაგუბებული იყო.“ შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორის არასამთავრობო ორგანიზაციის „საუნჯის“ ხელმძღვანლის იაგო ფასანძის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დევნილებიც არიან მათი ამომრჩევლები, ისინიც სარგებლობენ იგივე უფლებებით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=OI1xAujw25U[/embedyt]

„სამართლებრივი დაცვის ინსტიტიტის“ იურისტის რუსუდან პაჭკორიას თქმით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ის პრობლემები, რაც აწუხებთ იძულებით გადაადგილებულ  პირებს. რუსუდან პაჭკორიას განმარტებით, დევნილებმა დღევანდელ შეხვედრაზე  ისაუბრეს რამდენიმე პრობლემაზე, რომელსაც ისინი სავარაუდოდ მერობის კანდიდატებს გააცნობენ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=MfegFuHtQ94[/embedyt]

დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა მოქალაქე ელგუჯა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იმ დევნილებისთვის, რომლებიც დააკმაყოფილეს საცხოვრებელი ბინებით,  კარგი იქნებოდა დასამუშავებლად საბოსტნე მიწაც მიეცათ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=GBUroII7NNU[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!