“ენმ”-ს ბრიფინგი კონკრეტული ფაქტების დასახელების გარეშე


“-ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო ძალადობით, ძალოვნების და „სუსის“ გამოყენებით”…- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ.

მისი ინფორმაციით,  „ენმ“-ს სავარაუდო კანდიდატებს ათ სოფელში და ქალაქის ორ ზონაში, წუხელ საღამოს “დაადგნენ” „სუსის“და „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლები, რომლებმაც კანდიდატები გააფრთილეს, თუ კენჭს იყრიდნენ „ენმ“ -სახელით, პრობლემები შეექმნებოდათ მათ,  მათ  ოჯახებს და სამსახურებს. ანა წითლიძე განმარტავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნები წაგებული აქვს და იმ ქმედებებს, რასაც ახორციელებენ „ენმ“-ს სავარაუდო კანდიდატებზე არის „აგონიაში“ მყოფი ხელისუფლების მოქმედება. „დღეს არის ბოლო ბრიფინგი, როდესაც მე ვითვალისწინებ ამ ადამიანების თხოვნას და არ ვასახელებ სახელით და გვარებით, კონკრეტულად ვისთან იყვნენ  მისული „სუსის“ წარმომადგენლები და ვის დაემუქრნენ, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ განმეორდება მსგავსი შემთხვევა, თითოეულ მათგანს ჩვენ გავასაჯაროებთ“. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=qajMuPSQD5Q[/embedyt]

თავის მხრივ, „ქართული ოცნების „ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ აღნიშნა, რომ წითლიძის უსაფუძვლო განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!