შეხვედრა გარემოვაჭრეებთან


დღეს, გარემოვაჭრეებს შეხვდა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროს წარმომადგენელი ირაკლი ბაღათურია, რომელმაც მოვაჭრეებს გააცნო ქალაქის საკრებულოს 30- ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარევაჭრობა იკრძალება.

მოვაჭრეებმა ბიუროს წარმომადგენელს აუხსნეს მათი მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ. ისინი შეხვედრას ითხოვდნენ ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან მერაბ ქვარაიასთან. ბიუროს წარმომადგენელმა მოვაჭრეებს უთხრა, რომ მერაბ ქვარაია ამ დროისათვის ქალაქში არ იმყოფება ქუთაისშია საპარლამენტო სესიებზე. მოგვიანებით, მოვაჭრეებთან მივიდა „ენმ“ წევრი ანა წითლიძე. დეპუტატის განმარტებით, არ შეიძლება ამ ადამიანების ძალადობრივი გზით აყრა. მისი თქმით, სანამ საკრებულო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ამ პროცესებში უნდა ჩარეულიყო.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=KcHyLZq68hw[/embedyt]

მოგვიანებით შეხვედრა ბიუროს წარმომადგენელსა და მოვაჭრეებს შორის ბიუროს ოფისში შედგა. შეხვედრას მოვაჭრეთა თხოვნით ესწრებოდა დეპუტატი ანა წითლიძე. შეხვედრაზე დეპუტატმა რამდენჯერმე სცადა ქალაქის მაჟორიტართან მერაბ ქვარაიასთან დარკვა, მაგრამ ქვარაიამ მის ზარებს არ უპასუხა. მხარეებმა გარევაჭრობის საკითთხთან დაკავშირებით, კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მოვაჭრე მზევი ნარსიამ. მისი თქმით, ქალაქის მაჟორიტარი ვალდებულია დაეხმაროს მოვაჭრეებს. „ ჩვენ მისი ამომრჩევლები ვართ, მომავალშიც საჭირო ვიქნებით და ჩვენც ამოვუდგებით მათ’’

ირაკლი ბაღათურიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალაქის მაჟორიტარი მაქსიმალურად შეეცდება მიმდინარე პროცესი გამჭირვალეთ წარმართოს. „მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს , რომ ყველა მხარე მოგებული დარჩეს“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=SsVXH-NkgSw[/embedyt]

„ენმ’’ წევრი და ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ანა წითლიძე ამბობს, რომ  ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აუცილებლად უნდა შეხვდეს გარემოვაჭრეებს და დაიცვას მათი უფლებები. „მაჟორიტარი დეპუტატისგან თავიდანვე ვითხოვდით, ჩართული ყოფილიყო ამ პროცესებში, მანამდე, სანამ იყო საჯარო განხილვები და იყო შესაძლებლობა კონსესუსის“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=XwGw2qrEwBw[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!